18 ნოემბერი 2024,   18:49
ვრცლად
სამების საკათედრო ტაძარში დღეს სტიქაროსნებმა მრევლს პირბადეები დაურიგეს

საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული ახალი რეგულაციებისა და გადაწყვეტილების მიხედვით, ყველა მოქალაქე ვალდებულია დახურულ სივრცეში პირბადე გამოიყენოს. დღეს, სამების საკათედრო ტაძარში სტიქაროსნებმა მრევლს პირბადეები დაურიგეს, თუმცა თავად სასულიერო პირები ამბობენ, რომ მათ ღვთისმსახურების დროს პირბადის გამოყენების ვალდებულება არ აქვთ.

დღეს, ტაძარში მისული მოქალაქეები ამბობდნენ, რომ ეკლესიაში ფეხით მივიდნენ და აღდგომის ღამესაც იმავეს გაიმეორებენ.

დღეს წითელი პარასკევია, 2 საათზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში მივიდა. სავარაუდოდ, ის შეკრებილ მრევლს მიმართავს.

"მორწმუნე მართლმადიდებლები ვართ, ისინი ვისაც გვწამს, რომ უფლის სახლში დაცულები ვართ, უნდა მოვიდეთ ტაძარში დ ვისაც ეჭვი ეპარება ან შიში გვაქვს, არ არის არაფერი პრობლემა მაგაში, დავრჩეთ სახლში, იქაც შეიძლება ლოცვა, რომ გადავიტანოთ ეს განსაცდელი," - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

დღის ამბები