შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის კიდევ 167 ფაქტი გამოავლინა.
კომენდანტის საათი 74-მა პირმა დაარღვია. 89 მოქალაქე სოციალური დისტანციის დარღვევის გამო დაჯარიმდა. 4 პირი მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმეს.