18 ნოემბერი 2024,   18:27
ვრცლად
19 ახალი დადასტურებული შემთხვევა ბოლნისის მუნიციპალიტეტში - ქვემო ქართლში დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება

ქვემო ქართლში დამატებითი შეზღუდვების ამოქმედება იგეგმება - ამის შესახებ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული აცხადებს. შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის და რეგიონში მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გათვალისწინებით, ბოლნისის ცენტრისგან ორი სოფლის მოსახლეობა გაიმიჯნა. ეს სოფლებია კაზრეთი და სოფელი ბალიჭი.

შოთა რეხვიაშვილის თქმით, ახალ ინფიცირებულებთან დაკავშირებით კონტაქტების ძიება უკვე დაწყებულია და მათი ნაწილი უკვე დადგენილია.

ამ დროისთვის ბოლნისში 19 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ერთ-ერთი მათგანი სასულიერო პირია, 5 სამედიცინო პერსონალი და დანარჩენი სამედიცინო პერსონალის ოჯახის წევრები არიან.  

"არის კიდევ ორი ფაქტი და მათ შორის ერთი სასულიერო პირთან დადასტურებული შემთხვევა. იქ საკარანტინო რეჟიმი დიდი ხანია გავრცელებულია, იქ სადაც მოღვაწეობს სასულიერო პირი, მრევლი არ დადის და წირვა-ლოცვა მრევლის გარეშე ხორციელდება. თუმცა, ესეც გასათვალისწინებელია და ვაფრთხილებ მოსახლეობას კიდე ერთხელ, რომ მაქსიმალურად თავი შევიკავოთ და დავრჩეთ სახლებში.

ოჯახური კავშირიდან არის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი, თუმცა თანამშრომელ დიდი ხანია თვითიზოლაციაშია. თითქმის 10 დღეზე მეტია კავშირზე არ იყო მუნიციპალიტეტთან და მიუხედავად ამისა, იმ კონტაქტებიდან გამომდინარე, ის ხალხიც თვითიზოლაციაში, ვისთანაც გარკვეული რისკები და მჭიდრო კავშირები შეინიშნებოდა," - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა. 

დღის ამბები