დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სასაფლაოები იკეტება. შეზღუდვა 10 დღის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში არსებულ 56-ვე მუნიციპალურ სასაფლაოს შეეხება.
კანონის აღსრულებას გზებზე სამართალდამცველები გააკონტროლებენ, კანონდამრღვევები კი, დაჯარიმდებიან.
"სასაფლაოები ცენტრალიზებული გადაწყვეტილების მიხედვით დაიკეტება, ეს შეზღუდვა შეეხებათ, როგორც ავტომანქანებით მოსიარულეებს ასევე ფეხით მოსიარულეებს. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მასშტაბით მოქმედებს, რომელიც ეკლესიისა და ხელისუფლების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მივიღეთ," - აცხადებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი.