18 ნოემბერი 2024,   09:30
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი განცხადება აგრესიულია, ეს არ უწყობს ხელს საზოგადოებაში სწორი განწყობის ჩამოყალიბებას - სერგეი ლავროვი 

"საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი განცხადება აგრესიულია" - ეს სიტყვები სერგეი ლავროვს ეკუთვნის. რუსეთის საგარეო უწყების პირველი პირი სალომე ზურაბიშვილს საუბრის ტონს უწუნებს და იქვე ამბობს, რომ მოსკოვი მზად არის საქართველოს ხელისუფლების კონსტრუქციული წინადადებები განიხილოს.

რუსეთის პირველმა დიპლომატმა ვიდეოპრესკონფერენციაზე დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა. ქართველი პოლიტიკოსი მოდერატორმა წარადგინა, როგორც პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი.   

"საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი განცხადება აგრესიულია. ეს არ უწყობს ხელს საზოგადოებაში სწორი განწყობის ჩამოყალიბებას. რუსეთი საქართველოსთვის სიდიდით მესამე სავაჭრო პარტნიორია. საქართველო იღებს გაზპრომისგან გაზს, ეს ყველასთვის ცნობილი ფაქტებია. სამწუხაროდ, ჯერ არ არის ავიამიმოსვლა. მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს ხანში ეს პრობლემა მოგვარდება. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში რუსოფობიური კამპანია არ იყოს. დღეს შვეიცარიის საელჩოში მოქმედებს რუსეთის ინტერესების სექცია და მოსკოვში ქართული ინტერესების სექცია, ელჩები არ გვყავს. მუშაობენ სექციის ხელმძღვანელები. ეს იძლევა კავშირების შენარჩუნების საშუალებას. თუმცა, ეს რომ სრულყოფილი საელჩო ყოფილიყო, მაშინ ეკონომიკური, სავაჭრო და კულტურული საკითხების გადაწყვეტა უფრო ოპერატიულად და ეფექტურად იქნებოდა შესაძლებელი.

პუტინმა და სააკაშვილმა საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანაზე მოლაპარაკების ერთ-ერთი რაუნდის დროს მიაღწიეს შეთანხმებას, რომ შეიქმნებოდა რუსეთ-საქართველოს ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრი, რომელიც იმ რეგიონში ან მათ სიახლოვეს უნდა გახსნილიყო, სადაც რუსული სამხედრო ბაზები იყო დისლოცირებული. იქ უნდა ემუშავა 30 რუს და 200 ქართველ სპეციალისტს. ეს იქნებოდა ერთგვარი სიმბოლო, რომ საქართველოსა და რუსეთის ერთიანი მტერი არის ტერორიზმი და მაშინ პანკისის ხეობაში იყო არასტაბილური ვითარება. ამიტომ, ეს ცენტრი იმუშავებდა ამ საკითხებზე, მაგრამ შემდეგ ქართულმა მხარემ შეთანხმების ამ პუნქტის რეალიზებაზე უარი თქვა,“ - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

 

დღის ამბები