18 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
მას ვინმეს მოკვლის განზრახვა არც პირდაპირი და არც არაპირდაპირი არ ჰქონია - დაკავებული პოლიციელის ადვოკატი 

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებული თანამშრომელი წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება. საუბარია გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის დაკავებულ პოლიციელზე. პროკურატურა დაკავებულს განზრახ მკვლელობის მუხლით ედავება.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღწერილია, როგორ მოხდა გასროლა და რა უძღოდა მას წინ. პროკურატურის მტკიცებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნასვამმა თანამშრომელმა საკუთარ საცხოვრებელი ბინის აივნიდან  მოპირდაპირე კორპუსის მიმართულებით გასროლა განახორციელა.

ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს, ვინს მოკვლის არც არც პირდაპირი და არც არაპირდაპირი განზრახვა არ ჰქონია. 

"წარდგენილ ბრალდებაში 108-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში დაკავებული თავს დამნაშავედ არ სცნობს. მას განზრახვა არც პირდაპირი და არც არაპირდაპირი არ ჰქონია ვინმეს მოკვლის.  საბრალდებო დასკვნაში ეს ასეა მითითებული, რომ ის იაზრებდა თავისი მოქმედების შედეგს, რომ მის გასროლას აუცილებლად მოჰყვებოდა მკვლელობა, რაც მიმაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, მესმის აბსოლუტურად საზოგადოების დამოკიდებულება, საკმაოდ მძიმე ფაქტი მოხდა, უნდა შევეგუოთ იმას, რომ უბედური შემთხვევა არის ზუსტად ასეთი,“ - განაცხადა ადვოკატმა, ნუგზარ წერეთელმა 

დღის ამბები