18 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
სურსათის უვნებლობის სააგენტო ყველა საკარანტინო სივრცეს სწავლობს - ნინო ნიჟარაძე ბათუმში მომხდარ ინტოქსიკაციაზე 

ბათუმის ერთ-ერთ საკარანტინო სივრცეში მოქალაქეების მოწამვლის შესახებ განცხადება გააკეთა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ. ნინო ნიჟარაძე ამბბობს, რომ სურსათის უვნებლობის სააგენტო ყველა საკარატინე სივრცეს სწავლობს. 

"ეს არ იყო ინტოქსიკაციის ჯგუფური შემთხვევა, ამიტომ ამ ეტაპზე, მეტის თქმა არ შეგვიძლია. ეს იყო ორი შემთხვევა, რომლებიც იყვნენ კლინიკაში და გამოჯანმრთელდნენ, გაეწერნენ და დატოვეს საკარანტინე სივრცე. სურსათის უვნებლობის სააგენტო სწავლობს ყველა საკარანტინე სივრცეს, არა მხოლოდ ამ კონკრეტულ საკარანტინე სივრცეს,“ - აცხადებს , ნინო ნიჟარაძე. 

ბათუმის ერთ-ერთ საკარანტინო სივრცეში 50 მოქალაქე მოიწამლა. ინტოქსიკაცია სავარაუდოდ საკვებმა გამოიწვია. მოწამლულთაგან ორის მდგომარეობა შედარებით საყურადღებო იყო და ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

 

დღის ამბები