ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით სამი ახალი პაციენტია მოთავსებული. ისინი კლინიკაში COVID-19-ის დიაგნოზით თერჯოლიდან შევიდნენ.
ინფიცირებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ექიმ თემურ ნადირაძის თქმით, ასევე ჰყავთ ერთი საკვლევი პაციენტი.
ამ დროისთვის, კორონავირუსის დიაგნოზით ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 24 პაციენტია მოთავსებული.