18 ნოემბერი 2024,   18:25
ვრცლად
"ცხვრებივით მოპყრობა არ გვიყვარს, ტირანიაში ვცხოვრობთ" - დაპირისპირების კადრები იპოდრომიდან

ახალი კადრები იპოდრომიდან, სადაც საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით შეკრებილი "გირჩის" წევრები პოლიციამ დააკავა.

"გირჩის" ერთ-ერთმა აქტივისტმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პარტიის აქტივისტები საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედ ტირანიას აპროტესტებენ.

"ცხვრობას ვაპროტესტებთ, რომ ცხვრებივით მოპყრობა არ გვიყვარს, გირჩი ასეთი ხალხი ვართ. მიზეზი ჩემთვის არ უთქვამთ, მაგრამ, სავარაუდოდ, იქნება ის, რომ ქვეყანაში არის საგანგებო მდგომარეობა. ანუ, რეალურად, სამართლებრივად რომ შევხედოთ, ჩვენ ახლა ტირანიაში ვცხოვრობთ, რეალურად, ყოველგვარი შეურაცხყოფის გარეშე. შესაბამისად, ტირანიაში იკრძალება გარეთ გამოსვლა და საჯაროდ ლაპარაკი პრობლემებზე. დღევანდელი სეირნობა, როგორც ჩანს, ჩაითვალა ასეთ რამედ, აქედან გამომდინარე, ადამიანებს, რომლებიც ტირანიის წესებს არღვევდნენ პოლიცია გადაიყვანს სადღაც და ან ჯარიმას გამოუწერენ, ან რაღაც ასეთი მოხდება,"- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

სამართლადმაცველების ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა დაარღვიეს კანონი საგანგებო მდგომარეობის შესახებ და დაჯარიმდებიან 3 ათასი ლარით.

მომხდაზე შსს-ში ამ დრომდე განმარტება არ გაუკეთებიათ.

დღის ამბები