საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში მათი რაოდენობა 111-ს შეადგენს.
რაც შეეხება დაინფიცირებულებს, ამ დროისთვის სულ 420 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის, გარდაცვლილი კვლავ 5 რჩება.
კარანტინის რეჟიმში - 5 223 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 584.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კვლავ სამია.