ექვსი დღის წინ მალხაზ ვანიშვილისა და მისი მეუღლის გატაცებასთან დაკავშირებით ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ განმარტება გააკეთა. საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები კი არ დააკავეს, არამედ, მათივე უსაფრთხოებისთვის, 14 დღიან საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.
"მათი სისტემატიური გადაადგილება საქართველოში, შემდეგ უკან დე ფაქტო ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე, შესაძლოა, გახდეს კორონავირუსის შემოტანის და შემდეგ რეგიონში გავრცელების მიზეზი, ამიტომ შესაძლო რისკების თავიდან აცილების მიზნით მივიღეთ შესაბამისი ზომები", - აცხადებს დეფაქტო ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ეკატერინა ბიაზროვა.