"კურიერი" პანდემიის გამო დაწესებულ საგანაგებო მდგომარეობაში თბილისის ზოოპარკის პირველი სტუმარი გახდა.
ცხოველების ისედაც მათთვის არაბუნებრივ მდგომარეობაში ყოფას, ახლა სრული მარტოობა დაემატა.
თავისუფლებაშეზღუდულებს ბავშვების ხმაც აღარ ესმით. ზოოპარკის ბინადრები მხოლოდ მომვლელების ამარა დარჩნენ. პანდემიის პირობებში ცხოველებმაც მოიწყინეს.