18 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
ევროკავშირმა კორონავირუსით განსაკუთრებულად დაზარალებული ქვეყნების ეკონომიკის აღსადგენად ტრილიონ 800 მილიარდი ევრო გამოყო

ევროკავშირის ლიდერების ვიდეოკონფერენცია დასრულდა, კონფერენციის მიზანი, ევროკავშირის ქვეყნებში ეკონომიკური რეცესიის აღმოფხვრა იყო, რისთვისაც წევრმა ქვეყნებმა ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოსთან 1,8 მეათედი ტრილიონი ევროს გამოყოფაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

საუბარია ტრილიონ 800-ს მილიარდზე. თანხები გამიზნულია კორონავირუსით განსაკუთრებულად დაზარალებული ქვეყნების ეკონომიკის აღსადგენად, ეს ყველაზე დიდი თანხაა, რომელიც ევროკავშირმა ეკონომიკური რეცესიისთვის არსებობის მანძილზე გამოყო.

"დღეს გამართულმა შეხვედრამ გარკვეულ შედეგებამდე მიგვიყვანა. ევროკავშირის წევრი ქვეყნები შევთანხმდით, რომ აუცილებელია კორონავირუსის პანდემიისგან შექმნილი ვითარების გამოსწორება, რისთვის ევროკავშირი 1,8 ტრილიონ ევროს გამოყოფს. აღნიშნული თანხმა სოციალურ მიმართულებებს, ჯანდაცვასა და ეკონომიკის აღდგენას მოხმარდება,"- აცხადებს ევროკომისარი ურსულა ფონდერ ლეინი.

დღის ამბები