18 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
ბოლნისის კლასტერი იზრდება - ბოჭორიშვილის კლინიკაში COVID-19-ის დიაგნოზით 4 ახალი პაციენტი მოათავსეს 

ბოჭორიშვილის კლინიკამ 4 ახალი პაციენტი მიიღო, ისინი ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნებიან. დაინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები და მისი ახლობლები არიან.

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა, რომ მათგან ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა არცერთს არ აღენიშნება. 

"ბოქსირებულ სექტორში არის 48 პაციენტი, აქედან კორონავირუსი დადასტურებული აქვს 26 პაციენტს. გვყავს ასევე, 4 ახალი პაციენტი დადასტურებული დიაგნოზით, მათგან ერთი 80 წლამდეა, მეორე 18 წლამდე, დანარჩენი 2 კი არა რისკის ჯგუფის პაციენტია. 

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან სულ 7 პაციენტია 18 წლამდე ასაკის. გვყავს 3 საყურადღებო და ერთი მძიმე პაციენტი. დანარჩენის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია. 

გუშინდელი ანუ, ახალი პაციენტები, ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნებიან. ისინი არიან ოჯახის წევრები და ასევე ოჯახის ახლობლები. მათგან მძიმედ არცერთი არ არის. 

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, მათ საბოლოო შედეგს ორშაბათისთვის ველოდებით,"- განაცხადა ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა.

დღის ამბები