ავტოსაგზაო შემთხვევა კომენდანტის საათის დროს მსხვერპლით დასრულდა. ავარია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში მოხდა. ადგილობრივი მკვიდრი 40 წლამდე მამაკაცი საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯებირი გაარღვია და მდინარეში გადავარდა.
მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.