გახდება, თუ არა სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის ფაქტი, დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტის მიზეზი - "ქართული ოცნების" ზოგიერთი წარმომადგენელი მოვლენათა ასეთ განვითარებას არ გამორიცხავს.
მათ შორისაა რატი იონათამიშვილიც. დეპუტატმა დღეს უკრაინელ კოლეგებს მოუწოდა, გამოიჩინონ გონიერება და მხარი არ დაუჭირონ მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას. ქართველი კანონმდებლები უკრაინის უმაღლესი რადას წევრებს შეახსენებენ, რომ ძებნილი პრეზიდენტი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სტრასბურგის სასამართლოს მიერ დამნაშავედაა ცნობილი.
"ვფიქრობ საბოლოო ჯამში ეყოფათ გონიერება ჩვენს კოლეგებს და სააკაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ. ცხადია ეს ორი ქვეყნის ურთიერთობაზე აისახება,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი.