ფოთში აგრარულ ბაზარში ფუნქციონირებას განაგრძობს, ტერიტორიაზე დღეს დილიდან ხალხმრავლობა შეინიშნება. ბაზრის ადმინისტრაციამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე დანერგა საპროფილაქტიკო ღონისძიებები, მათ შორის, მომხმარებლების ერთჯერადი ხელთათმანებით უზრუნველყოფა, დეზინფექცია, მკაცრი კონტროლი პირბადის ტარებაზე, ქაღალდის ფულის თერმული დამუშავება და ა.შ. ამის შედეგად ბაზარმა თითქმის უწყვეტად შეძლო მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა.
შეგახსენებთ, რომ ფოთში ვაჭრობა მხოლოდ აღდგომის დღეებში 4 დღით იყო შეჩერებული.