18 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
მაშინ, როდესაც ხალხის ყურადღება გადართულია კორონავირუსის საკითხებზე, ივანიშვილის გარემოცვა ფულს აკეთებს - გიგა შუშანია

"ეს პროექტი არის ნათელი მაგალითი, როგორ სარგებლობს ივანიშვილი და მისი ხელისუფლება პანდემიით" - "ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის მერიის მიერ ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერში ინდმეწარმე ბესიკ ივანაშვილის უკონკურენტო მონაწილეობას ეხმიანება.

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის გიგა შუშანიას განცხადებით, მაშინ როდესაც ხალხის ყურადღება გადართულია კორონავირუსის საკითხებზე, ივანიშვილის გარემოცვა ფულს აკეთებს.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მეზობელი ტენდერში ერთადერთი მონაწილეა და დაახლოებით 600 000 ლარიანი ტენდერის მასზე მორგება ხდება.   

"ეს პროექტი არის ნათელი მაგალითი, როგორ სარგებლობს ივანიშვილი და მისი ხელისუფლება პანდემიით, მაშინ როდესაც ხალხის ყურადღება გადართულია კორონავირუსის საკითხებზე და როგორ აპირებს ბიუჯეტის ფულის მითვისებას... ორ წელიწადზე მეტია, თავი ვერ მოაბეს ამ პროექტის განხორციელებას და მაინც და მაინც ახლა, ამ პანდემიის დროს მოუნდათ ტენდერის გამოცხადება. გამარჯვების უკონკურენტო პრეტენდენტია ბესიკ ივანაშვილი, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის მეზობელი ჭორვილაში. მას არ აქვს სათანადო გამოცდილება, თუმცა მერიამ დრო მისცა, რომ პირობები დააკმაყოფილოს" - განაცხადა გიგა შუშანიამ.

ინდმეწარმე ბესიკ ივანაშვილი სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ ის ნამდვილად მონაწილეობდა ტენდერში, თუმცა მან მერიის სატენდერო მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, რის გამოც ტენდერს გამოეთიშება. 

დღის ამბები