18 ნოემბერი 2024,   18:27
ვრცლად
"სუფთა სახლს" საქმიანობის უფლება აღუდგა

"სუფთა სახლს" მუშაობის უფლება აღუდგა.

ცვლილება მთავრობის 23 მარტის დადგენილებაში შევიდა და იმ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალს, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ფუნქციონირება არ ეზღუდებათ, შპს "სუფთა სახლიც" დაემატა.

მთავრობის დადგენილება ძალაში 28 აპრილიდან შევიდა.

შეგახსენებთ, "სუფთა სახლის" მაღაზიები მთელი ქვეყნის მასშტაბით 10 აპრილს დაიხურა.

 

დღის ამბები