18 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
ლევან გოფოძის თქმით, დღეს ჟურნალისტების სწრაფი ტესტირება დაიწყება

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, მოხუცთა თავშესაფრებისა და შშმ პირთა პანსიონატების გარდა, არსებობს სხვა მიზნობრივი ჯგუფებიც, მათ შორის ჟურნალისტები, რომლებსაც კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ.

ლევან გოფოძის თქმით, ჟურნალისტების ტესტირება სწრაფი ტესტებით დღეიდან დაიწყება.

"გუშინვე განვაცხადე კლინიკური ჯგუფის შეხვედრაზე, რომ ჩვენ ჟურნალისტების გატესტვა დავიწყეთ-მეთქი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ გუშინ თქვენ შებრძანდით და ტესტი გაიკეთეთ. რადგან ასე არ იყო, მაშინ დღეს ვიწყებთ ჟურნალისტების გატესტვას. სწრაფი ტესტია ეს, მაგრამ ყველა საეჭვო შემთხვევაში გადავალთ PSR ტესტებზე ჟურნალისტებთან მიმართებაში," - აღნიშნა ლევან გოფოძემ.

დღის ამბები