18 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
ხმაური ბათუმის საკრებულოს სხდომაზე - "ნაციონალური მოძრაობის" უკმაყოფილების მიზეზი დღის წესრიგს მოჰყვა 

ბათუმში საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო - ხმაური დღის წესრიგს მოჰყვა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა გააპროტესტეს განსახილველი საკითხები. მათი განცხადებით 13 საკითხიდან არცერთი არ იყო ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით.

ოპოზიციურმა პარტიამ დღეს დილით საკრებულოს საგანგებო გეგმა შესთავაზა და წერილობითაც შეიტანა საკრებულოს აპარატში. სწორედ ამ გეგმის კენჭისყრაზე დაყენებას ითხოვდა უმცირესობა, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარემ მათ უარი განუცხადა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

უმრავლესობის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" საგანგებო გეგმა დილით შევიდა საკრებულოში, ის ჯერ დეტალურად არ შეუსწავლიათ და შესაბამისად კენჭისყრაზე ვერ გავიდოდა. 
 

დღის ამბები