18 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას ეწვია და სამუშაო პროცესს გაეცნო

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე "ჯორჯიან მანგანეზის" ხელმძღვანელ პირებთან ერთად ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას ეწვია და სამუშაო პროცესს გაეცნო. 

ზვიად შალამბერიძის განცხადებით, პანდემიის პირობებში აღნიშნული საწარმოს მუშაობა დღეს ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისთვის უმნიშვნელოვანესია.

მისივე შეფასებით, კომპანია მაქსიმალურად ზრუნავს დასაქმებულებზე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს ასრულებს.

"სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის, რომ ასეთ კრიზისულ სიტუაციაში ასეთმა საწარმოებმა და ყველა ორგანიზაციამ და კომპანიამ გააგრძელოს მუშაობა და იმუშაოს სრული დატვირთვით. ნამდვილად მისასალმებელია, რომ ჩვენი მოქალაქეების სამუშაო ადგილებს ვინარჩუნებთ და ვმუშაობთ ისეთ რეჟიმში, სადაც უნდა იყოს დაცული ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და უნდა იყოს მორგებული ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. აქ დასაქმებული თითოეული ადამიანის როლი და წვლილი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის წინსვლაში განსაკუთრებით ასეთ დროს და მინდა, ვუთხრა, რომ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე თითოეულ მათგანზეა დამოკიდებული", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

"ჯორჯიან მანგანეზი" ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია. მას ამჟამად, ჯამში, დასაქმებული ჰყავს 5 000-ზე მეტი ადამიანი, ასევე 2000-მდე კონტრაქტორი პირი.  დღეს კომპანიას თავისი წილით ქვეყნის მთლიან ექსპორტში მესამე ადგილი უჭირავს და ქვეყანაში სავალუტო მასის შემოდინებაში უმნიშვნელოვანესი წილი უკავია. 

დღის ამბები