18 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
გაუგებარია რატომ წაუყენეს ამ ადამიანებს ბრალი დღეს, როცა პირველივე დღიდან არსებობდა მტკიცებულებები - მერაბ კობიაშვილის ადვოკატი

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული უკვე დაზარალებულის სტატუსსაც ატარებს - ორთვიანი გამოძიების შემდეგ პროკურატურამ, მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ბრალი ექვს პირს წაუყენა.

პროკურატურის დღევანდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა მერაბ კობიაშვილის ადვოკატი, რომლისთვისაც გაუგებარია, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება პროკურატურამ მაინცდამაინც დღეს, როდესაც მისივე თქმით, თავიდანვე არსებობდა მათ წინააღმდეგ ყველანაირი მტკიცებულება. 

"გაუგებარია, რატომ წაუყენეს ბრალი ამ ადამიანებს მაინცდამაინც დღეს, როდესაც პირველივე დღიდანვე არსებობდა კამერის ჩანაწერები და მთელი რიგი უტყუარი მტკიცებულებები, რომ მათ განახორციელეს თავდასხმა.

თავად პროკურატურამ აღიარა, რომ მინიმუმ 6-მა ადამიანი დაესხა მას თავს და პროკურატურა ძალიან კარგად იცის, როდესაც ერთი ადამიანის მიმართ ამდენი პირი ახორციელებს თავდასხმას, აყენებს სხვადასხვა მძიმე დაზიანებას, ამ დროს, ამ ერთ ადამიანს აქვს კანონით მინიჭებული უფლება რომ თავი დაიცვას,"- აცხადებს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე. 

შეგახსენებთ, რომ 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს თავდაპირველად ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, შემდეგ კი ცემის მუხლით. ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა.

 

დღის ამბები