18 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
19 ახალი შემთხვევიდან ერთი სამედიცინო პერსონალია - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსის 671 შემთხვევაა დადასტურებული.  გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 393-ია. მარინა ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებულების და გარდაცვლილების რაოდენობის გამოკლებით, ამ ეტაპზე, კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რიცხვი 266-ია.

მარინა ეზუგბაიას თქმით, ბოლო 24 საათში დაფიქსირებული 19  ახალი შემთხვევიდან  17 ბოლნისის წყაროა, დანარჩენი 2 შემთხვევიდან ერთი, სამედიცონო პერსონალია, მეორე კი საკარანტინო ზონიდან. ყველა მათგანის დაინფიცირების წყარო ცნობილია.

ახალი შემთხვევებიდან ინფექციურ საავადმყოფოში 3 პაციენტი შევიდა. ისინი ერთი ოჯახის წევრებს წარმოადგენენ და ბოლნისიდან არიან. მათი მდგომარეობის კვლევა ამ ეტაპზეც მიმდინარეობს.

ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში  მკურნალობს 38 პაციენტი, ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია.

"ველოდებით რამდენიმე ადამიანის გამოჯანმრთელებას," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიამ საზოგადოებას მოუწოდა, რომ შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის მიუხედავად, აუცილებლად გაითვალისწინონ ეპიდემიოლოგების რჩევები:

"თვითშეზღუდვები დავიწესოთ, ამაზეა დამოკიდებული დაავადების გავრცელება ქალაქში და ქვეყანაში,"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ

დღის ამბები