18 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
ვატიკანის მუზეუმი სამთვიანი პაუზის შემდეგ გაიხსნა

სამთვიანი პაუზის შემდეგ ვატიკანში მუზეუმები მნახველებისთვის კვლავ გაიხსნა. ვიზიტორებს, რომელთაც მუზეუმებში შესვლა მოუნდებათ, სამედიცინო პირბადის ტარება და თერმოსკრინინგის პროცედურის გავლა მოუწევთ. იტალიის მთავრობის განცხადებით, უახლოეს პერიოდში ქვეყნის შიდა ტურისტული ინფრასტრუქტურა სრულად უნდა აღდგეს, როგორც მუზეუმის თანამშრომლები აცხადებენ, ვიზიტორები სოციალური დისტანციის წესების დაცვით გადაადგილდებიან. ქვეყანაში ვიზიტორებისთვის გაიხსნა კოლიზეუმიც.

იტალიაში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსმა 33 000 ადამიანი იმსხვერპლა, დაინფიცირდა 230 000. აკრძალვებს ხსნის დიდი ბრიტანეთიც.

10 კვირიანი პაუზის შემდეგ გაერთიანებულ სამეფოში სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა. სანაპიროები გაიხსნა დუბაიში. პანდემიის გამო ვიზიტორებს სოციალური დისტანციის დაცვა მოუწევთ.

დღის ამბები