"რუსთავი 2" დღეს იუბილარია, ტელევიზია 26 წლის გახდა. "რუსთავი 2" იყო და არის ჟურნალისტებისთვის ყველაზე სანატრელი სამუშაო ადგილი. ამას იმ ადამიანების კომენტარებიც ადასტურებს, რომლებმაც სატელევიზიო კარიერა სხვაგან დაიწყეს, "რუსთავი 2"-ში ახლებად ითვლებიან, მაგრამ უკვე "რუსთავიორელები" არიან.
26-ე დაბადების დღეზე ტელევიზიის 26 წელს "რუსთავი 2"-ის ძველი სახეები იხსენებენ, ახლები კი იმის შესახებ საუბრობენ, თუ რა არის მათთვის ეს ტელევიზია.