თბილისში კაფე "ვერდესთან" გაზგასამართი სადგური "ეკოგაზი" აფეთქდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და სასწრაფო დახმარების მანქანები.
როგორც "კურიერისთვის" გახდა ცნობილი, დაზიანდა იქვე მდებარე საცხოვრებელი კორპუსი და ჩაიმსხვრა ფანჯრები.
როგორც "რუსთავი 2-ს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა რატი მუჯირმა განუცხადა, დაშავდა ერთი ადამიანი. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.