თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, ამაშუკელის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა, დაშავებული პირი კონტაქტური იყო, მას საშუალო სიმძიმის დაზიანებები ჰქონდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აფეთქება მაშუკელის ქუჩაზე, გაზგასამართ სადგურზე მოხდა.
ადგილზე მუშაობდა 6 სახანძრო მანქანა. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.