18 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
"ყვარლის ედემთან" დადებული კონტრაქტი კითხვებს აჩენს - TI

"ყვარლის ედემთან" დადებული კონტრაქტი კითხვებს აჩენს - საკითხზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" საუბრობს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ვირუსის გავრცელების შემდეგ, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სასტუმროებში საკარანტინე სივრცეების მოწყობა დაიწყო. ამ მიზნით, კონტრაქტები ათობით სასტუმროსთან გამარტივებული შესყიდვების გზით გააფორმა. 

ხელშეკრულებების შესწავლის შემდეგ, "გამჭვირვალობაში" ამბობენ, რომ
მათი ყურადღება "ყვარლის ედემთან“ გაფორმებულმა ხელშეკრულებამ მიიქცია.

სასტუმროს მფლობელებმა და დირექტორმა "ქართულ ოცნებას" 23 მარტს 65,000 ლარი შესწირეს, რამდენიმე დღეში კი კომპანიამ 277 ათას ლარიანი კონტრაქტი მიიღო. მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა სასტუმრო "ზიმოს" შემთხვევაშიც. 

დღის ამბები