დღეს, აზიის განვითარების ბანკთან ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც, საქართველო COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით 92 მლნ 300 ათას ევროს მიიღებს.
შეთანხმებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში შეინ როზენტალმა.
დაფინანსება მოხმარდება პანდემიით შექმნილი ვითარების ეკონომიკური ხარჯების შემსუბუქებას, მაკროეკონომიკური პირობებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას.
ADB-სთან ხელმოწერილი ხელშეკრულება, ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა.