ე.წ კანონიერი ქურდის მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა შიმშილობა დაიწყეს.
აჭარის პროკურატურის შენობასთან კარვებია გაშლილი და აქცია მიმდინარეობს. 15-მდე ადამიანმა შიმშილი ლავასოღლის ექსტრადირების მოთხოვნით დაიწყო. აქციის მონაწილეებმა საქართველოს იუსტიციის მინისტრს ულტიმატუმი წაუყენეს, ხვალ 15 საათამდე თუ კონკრეტულ პასუხს ვერ მიიღებენ, ლავასოღლის თურქეთის საპატიმროდან ექსტრადირების შესახებ, ისინი სარფის საბაჟოს პიკეტირებას მოახდენენ.
ამბობენ რომ საზღვართან მისასვლელ გზას ჩაკეტავენ.