18 ნოემბერი 2024,   21:25
ვრცლად
თურქეთის მოქალაქეებს ბრალს ოფიციალურად ხვალ წარუდგენენ - დაკავებულების უმრავლესობა დუმილის უფლებას იყენებს 

ბათუმში, სპეცოპერაციისას დაკავებული თურქეთის მოქალაქეები თბილისში გადმოიყვანეს. მათ ნაწილს ადვოკატები უკვე შეხვდნენ. უფლებადამცველის თქმით, დაკავებულების უმრავლესობა დუმილის უფლებას იყენებს.

ისინი ამბობენ, რომ გაუთქმელობის პირობა აქვთ, რის გამოც, საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე საჯაროდ ვერ ისაუბრებენ. თურქეთის მოქალაქეებს ბრალს ოფიციალურად ხვალ წარუდგენენ.

"ამ ეტაპისთვის, დუმილს იყენებს. თურქეთიდან დამიკავშირდნენ. ის გაიგეს, რომ დაკავებულები არიან და სჭირდებათ დახმარება. სხვა ჯერჯერობით არაფერი არ ვიცით. საზღვრის უკანონო კვეთისთვის არიან დაკავებულები. სავარაუდოდ, არის იარაღიც ამოღებული, ოღონდ ვის ეკუთვნის, რა იარაღია, რა მდგომარეობაშია, გამართულ მდგომარეობაშია თუ არა, ამაზე ვერაფერს ვერ გეტყვით,“ - ამბობს ადვოკატი, ელდარ დვალი.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში საქართველოში არალეგალურად მყოფი თურქეთის მოქალაქეები დღეს დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვა- ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას გულისხმობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები