18 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
პლაქვენილის გამოყენება კვლავ აღდგება  - მარინა ეზუგბაია  

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, მედიკამენტი პლაქვენილი კორონავირუსით მკურნალობის პროტოკოლში დაბრუნდა. მარინა ეზუგბაიას თქმით, პრეპარატის გამოყენება შესაბამისი კრიტერიუმებით მოხდება. 

"თქვენ იცით, პროტოკოლში დროებით შეჩერება იყო, გუშინ საღამოს გაკეთდა წერილი, რომლის საფუძველზე კვლავ აღდგება პლაქვენილის გამოყენება იმ კრიტერიუმებით, რაც მისთვის საჭიროა.  

საერთოდ, კვლევაში ჩართულ პაციენტებზეა გამოყენებადი, ასეთი მითითებაა და ჩვენი ცენტრი არის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი, ჩვენ ისედაც სამეცნიერო ცენტრი ვართ და ჩვენი ცენტრი ითვლება, რომ ჩვენ პაციენტები კვლევაში თავისუფლად გვყავს ჩართული, აქ პრობლემა ჩვენ არ გვაქვს," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ

დღის ამბები