18 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
აქციების გამო თეთრ სახლთან კონტროლი მაქსიმალურად გაამკაცრეს

ვაშინგტონის ქუჩებში რასიზმის საწინააღმდეგო აქცია დაიწყო. დემონსტრანტები თავდაპირველად ლინკოლნის მემორიალის კიბეებთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი, მსვლელობა დაიწყეს.

ტელეკომპანია "ფოქს ნიუსის" ინფორმაციით, თეთრ სახლთან უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურადაა გამკაცრებული.

აქციის ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ ვაშინგტონში აქციაზე მილიონი ადამიანი მივა. ამერიკის შეერთებულ შტატებში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 25 მაისს მინეაპოლისში, პოლიციის მხრიდან ფიზიკურ ძალადობას , 46 წლის აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდი ემსხვერპლა.

 

დღის ამბები