18 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
გამოძიება რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე - სუსში მარნეულის არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და სამოქალაქო აქტივისტები დაიბარეს

რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე სუსი გამოძიებას განაგრძობს. ერთ-ერთი თემა, რითაც გამომძიებლები ინტერესდებიან ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღების ინიციატივას უკავშირდება. ამ იდეით, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი გამოვიდა, თუმცა სუსში გამოკითხვაზე ის ამ დრომდე არ დაუბარებიათ, სამაგიეროდ უწყებაში სამოქალაქო აქტივისტებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების გამოძახება კვლავ აქტიურად მიმდინარეობს.

მოწმის სტატუსით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მარნეულის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები დაიბარეს. ცოტა ხნის წინ სუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ჟურნალისტებმა მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე დააფიქსირეს. ამირან გიორგაძე მედიასთან არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ის სუსში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მან "კურიერის" კითხვებს არ უპასუხა.

ცოტა ხნის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არასამთავრობო ორგანიზაცია "გეირათის" თავმჯდომარემ ზუმრუდ ყურბანოვმა დატოვა, რომლის ადვოკატი ქამრალი ანჯიოღლი ადასტურებს, რომ საგამოძიებო უწყებაში მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე შენიშნა.

"კურიერის" ინფორმაციით, გამოძიების დაწყების მოტივი ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, კარანტინისა და დავით გარეჯში გასულ წელიწადს არსებული ვითარების დროს ეთნიკური აზერბაიჯანელების მისამართით სოციალურ ქსელში გაკეთებული მწვავე განცხადებები გახდა.

 

 

დღის ამბები