გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველის სამედიცინო საკითხებში გიორგი ფხაკაძის თქმით, მსოფლიოს მასშტაბით 100 ვაქცინა უკვე არსებობს, თუმცა ვაქცინები დატესტვის რეჟიმშია და მეცნიერები ფიქრობენ, არის თუ არა კონკრეტული ვაქცინები უსაფრთხო.
გიორგი ფხაკაძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ვაქცინის შექმნის მოლოდინი არ აქვს.
"ჩვენ მსოფლიო ბაზარზე ვაქცინების დაშვებასთან დაკავშირებით ვიღებთ გადაწყვეტილებას. ტექნიკური ბორდის წევრი ვარ. მსოფლიოში 100-ზე მეტი ლაბორატორია მუშაობს, რომ ვაქცინა შეიქმნას. ყველა დიდი კომპანია გილიარდი, სანოფი და ა.შ არიან ჩართულები ამ პროცესებში.
ზოგი ვაქცინა პირველ სტადიაზეა, ზოგი მეორეზე. ასეთი დაჩქარებული წესით ვაქცინის შექმნა აქამდე არასდროს ყოფილა.
100-ზე მეტი ვაქცინა არსებობს, უბრალოდ უნდა დავტესტოთ არის თუ არა უსაფრთხო. ამ ყველაფერს სჭირდება დრო, რომელსაც სამწუხაროდ ვერ ვყიდულობთ. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ვაქცინა არის უსაფრთხო. მე არ ვფიქრობ, რომ წელს ჩვენ ვაქცინა გვექნება,"- განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.