ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კონდიციონერის გამოყენება ნებადართული არ იქნება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განმარტებით, საგამოცდო ოთახები ფანჯრების მეშვეობით განიავდება.
"ერთიან ეროვნულ გამოცდაზე კონდიციონერები იმუშავებენ მხოლოდ გამოცდის დაწყებამდე და გამოცდებს შორის. თვითონ გამოცდის პერიოდში ფანჯრები იქნება ღია, ამით მოხდება ოთახების მაქსიმალურად განიავება. თუმცა, სამწუხაროდ კონდიციონერები ვერ იმუშავებენ,"- აღნიშნა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ.