ზვიად კუპრავა პრემიერ-მინისტრისთვის სოციალური დახმარების დანიშვნას ითხოვს - სამართალდამცველთა ლიგის ხელმძღვანელი გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განმარტა, რომ 2015 წლიდან დღემდე დეკლარაციის მიხედვით, მისი ქონება შემცირდა.
"შევიტანეთ განცხადება სოციალურ სამსახურში და მოვითხოვეთ გახარია ოფიციალურად შეიყვანონ სოციალურად დაუცველთა ბაზაში და მიეცეს მას სოციალური შემწეობა, როგორც ღარიბ და ღატაკ ადამიანს.
ეს არის, რა თქმა უნდა, სარკაზმი. სინამდვილეში გახარია კი არ გაღარიბდა, გახარიას ქონება ბევრჯერ გაიზარდა, მას შემდეგ, რაც გახარია გახდა საქართველოს მთავრობის წევრი," - განაცხადა ზვიად კუპრავამ.