18 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
გამოგვინახონ საერთო ენა მეიჯარეებთან, რომლებთან დავალიანება უკვე აურაცხელია - გასართობი ცენტრების წარმომადგენლები დახმარებას ითხოვენ

მთავრობის ადმინისტრაციასთან ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ისინი საიჯარო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებებისგან დროებით გათავისუფლებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებს, ასევე სურთ, მათი პრობლემების გასაცნობად მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

"ასობით კომპანიაზეა საუბარი, რომლებიც, უბრალოდ, ვეღარ ვიარსებებთ. არანაირი შანსი არ გვაქვს, რომ გადავარჩინოთ. ვყიდით ყველაფერს. თუმცა, რეალური მყიდველიც არ არის. ეს არის საბანკეტო დარბაზები, ქორწილები, ივენთები, ამათი ორგანიზება, დაბადების დღის ცენტრები, ამაზე მიბმული უამრავი ადამიანი და ყველაზე მთავარი, რაც გასათვალისწინებელია, ძალიან ვთხოვთ მთავრობას, რომ გაითვალისწინოს, ჩვენ ის კომპანიები ვართ, რომლებიც სტუდენტების უმრავლესობას ვასაქმებთ ხოლმე.

გამოგვინახონ საერთო ენა თუნდაც იმ კონკრეტულ მეიჯარეებთან, რომლებთაც დავალიანება უკვე აურაცხელია,"- აცხადებს "ეპოქა 2000-ის" დირექტორი გიორგი მთიულიშვილი.

დღის ამბები