თბილისში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი ჩინეთის მოქალაქეა.
"კურიერის" ინფორმაციით, სავარაუდოდ, ის ჩინეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომელია.
გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის შეტევა გახდა, წინასწარი ინფორმაციით, მას გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნება.
ჯანაშიას ქუჩაზე, იქ სადაც 40 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს, საგამოძიებო მოქმედებები ისევ გრძელდება. ცხედარი უკვე გადასვენებულია ექსპერტიზაზე.