18 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
სამართალდამცველებმა პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრის ხასო ხანგოშვილი სახლი გაჩხრიკეს

პანკისის ხეობაში, უხუცესთა საბჭოს წევრის ხასო ხანგოშვილის სახლი სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს.

როგორც ხასო ხანგოშვილი  "რუსთავი 2-თან" ამბობს, ჩხრეკის  კონკრეტული მიზეზი არ იცის და ამის შესახებ ზუსტი პასუხი არც სამართალდამცველებს უთქვამთ. თუმცა, უხუცესი ვარაუდობს, რომ მის სახლში ჩატარებული ჩხერკა სხვა პირს უკავშირდება. 

"რაღაც აინტერესებდათ, ვერაფერი ნახეს და შემდეგ წავიდნენ. მე ვკითხე რატომ და რა მიზეზით მოვიდნენ ჩემთან, თუმცა კონკრეტულად სრული პასუხი ვერ მივიღე. ასე მითხრეს, რომ მალე გაცნობებთო. ჩვენთან ყოველთვის სტუმრიანობა არის, ალბათ ვინმე იყო ისეთი, ვისზედაც დაეჭვდნენ და ამიტომაც ჩაატარეს ჩხერკა ჩემს სახლში. სხვას ვერაფერს ვუკავშირებ,"- განაცხადა პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრმა ხასო ხანგოშვილმა.

დღის ამბები