18 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
კორონავირუსით გარდაცვლილ მე-14 პაციენტთან დაკავშირებით "ეროვნული ბანკი" განცხადებას ავრცელებს 

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ მე-14 პაციენტთან დაკავშირებით "ეროვნული ბანკი" განცხადებას ავრცელებს და მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო.

გარდაცვლილი მათი თანამშრომელია.

"გუშინ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით (COVID-19) ეროვნული ბანკის თანამშრომელი გარდაიცვალა.

ეროვნული ბანკი უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს და კოლეგებს," - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში კორონავირუსით გუშინ კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 

დღის ამბები