18 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
ინფექციურ საავადმყოფოში 36 კოვიდ ინფიცირებული მკურნალობს - მარინა ენდელაძე

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის ინფორმაციით, მათ ცენტრში ამჟამად 36 ინფიცირებული მკურნალობს.

დღეისთვის კი რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

"ინფექციური პათოლოგიის ცენტრში ამჟამად გახლავთ 36 ინფიცირებული. მათი მდგომარეობა უმეტეს შემთხვევაში დამაკმაყოფილებელია. გვყავს საშუალო და მძიმე პაციენტები, რომელთა პროგნოზი სავარაუდოდ კეთილსაიმედოა.

დღეისათვის ველოდებით რამდენიმე გამოჯანმრთელებულს," - განაცხადა მარინა ენდელაძემ "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

დღის ამბები