18 ნოემბერი 2024,   21:19
ვრცლად
15 ივნისიდან საქართველოს ყველა დაცული ტერიტორია ვიზიტორების მიღებას განაახლებს

15 ივნისიდან საქართველოს ყველა დაცული ტერიტორია ვიზიტორების მიღებას აღადგენს.
ტერიტორიებზე შესვლა ნებადართულია ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შემუშავებული რეკომენდაციების დაცვით.

ყველა ვიზიტორს ტერიტორიაზე შესვლამდე ჩაუტარდება უკონტაქტო თერმოსკრინინგი. დახურულ შენობებსა და ვიზიტორთა ცენტრებში, მათ შორის, მღვიმეებში, სავალდებულოა პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა.

დაცული ტერიტორიები საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობაა, ულამაზესი ბუნებით, ხელუხლებელი ტყეებით, კანიონებით, მღვიმეებით, დინოზავრის ნაკვალევით და მრავალფეროვანი სერვისებით, რაც მოგზაურობას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

2019 წელს 1 200 000 ვიზიტორი ესტუმრა საქართველოს ეროვნულ პარკებს. მათ შორის ყველაზე დიდი პოპულარობით გამოირჩეოდა:

ყაზბეგის ეროვნული პარკი
მარტვილის კანიონი
პრომეთეს მღვიმე
ოკაცეს კანიონი
თბილისის ეროვნული პარკი

იმოგზაურეთ და აღმოაჩინეთ თქვენი რჩეული ეროვნული პარკი.

დღის ამბები