აქცია იყო აჭარის მთავრობასთან - აქციაზე ის მოიჯარეები შეიკრიბნენ რომლებიც სანაპირო ზოლზე შეზლონგებს აქირავებენ. ისინი ხელისუფლებისგან საქმიანობის ნებართვის გაცემას და შეღავათებს ითხოვენ. აქციის მონაწილეები მთავრობას მიმართავენ სანაპიროზე საქმიანობისთვის სექტორები იჯარით გაიცეს არა აუქციონის, არამედ პირდაპირი გადაცემის წესით.
მოქალაქეები მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდნენ. ისინი საიჯარო ხელშეკრულებას ბათუმის ბულვართან აფორმებენ. ბულვარის ადმინისტრაციაში კომენტარი არ გაუკეთებიათ,მათ განმარტეს რომ ელექტრონულ აუქციონებს უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ.