მოსკოვის გამზირზე სადაც მთელი ღამის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა, ამ დროისათვის სიმშვიდეა.
ტერიტორიაზე სამართალდამცველები აღარ იმყოფებიან, საწყობი ჩაკეტილი აღარ არის. რას ეძებდნენ ადგილზე, ჯერჯერობით, უცნობია.
ტერიტორიის მეპატრონე კი აცხადებს, რომ მას წინასწარ არავინ დაკავშირებია და დაგეგმილი სპეცოპერაციის შესახებ საქმის კურსში არ იყო.
სამართალდამცველები გიორგი მდივანის 5 ნომერში, გვიან ღამით გამოჩნდნენ, ჩხრეკა კი რამდენიმე საათს მიმდინარეობდა. ადგილზე იმყოფებოდნენ კინოლოგებიც.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ჩატარებულ ჩხრეკას ვასამბეგ ბოკოვის დაკავებასთან კავშირი არ აქვს.