18 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
"ოლიმპიური ჩემპიონები: ასანიძე და ზვიადაური მონაწილეობდნენ ჯგუფურ თაღლითობაში და უნდა იყვნენ ციხეში" - აქცია პროკურატურასთან

სამშენებლო კომპანია "ოლიმპიური ვარსკვლავის" დაზარალებულებმა მთავარ პროკურატურასთან აქცია გამართეს. როგორც აქციაზე ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, თაღლითური სქემის მონაწილეები ცნობილია და ყველა უნდა დაისაჯოს. ხატიაშვილი გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს მოუწოდებს, რომ შეასრულოს დანაპირები და დამნაშავეები დააკავოს.

"ეს სამარცხვინო შოთაძე დაბრუნდა პროკურატურაში და პირობა დადო, ძველი საქმეები უნდა გამოვიძიოო. მოვიდა ეს ხალხი და ეუბნება - 1.5 წელია შემოტანილი მაქვს საჩივარი, "ოლიმპიური ვარსკვლავის" ჯგუფურ თაღლითობაში მონაწილე ყველა პირი დააკავეთ. სასამართლო განაჩენი დადგენილია, რომ ზაზა რაზიკაშვილმა მიითვისა 28 მილიონი, მაგრამ იქ იყვნენ ჯგუფის წევრები, თაღლითობაში მონაწილე ჯგუფის ყველა წევრი, ოლიმპიური ჩემპიონები: ასანიძე, ზვიადაური, ფინანსისტი გერგედავა - ყველა ეს ადამიანები უნდა იყვნენ ციხეში,"- განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

დღის ამბები