18 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
საქართველოს კულტურული მარშრუტების პირველი მობილური აპლიკაცია შეიქმნა

ქვეყანაში შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოს კულტურული მარშრუტების პირველი მობილურ აპლიკაცია შექმნა. სამინისტროს ინიციატივით შექმნილი აპლიკაცია Cultural Routes Georgia საშუალებას იძლევა, მსურველები საქართველოს მრავალფეროვან კულტურას გაეცნონ.

უფასო მობილური აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც Android, ისე iOS პლატფორმებისთვის.

ამ ეტაპზე, აპლიკაციაზე დატანილია ევროპის საბჭოსა და სამინისტროს მიერ სერტიფიცირებული მარშრუტები. მას უახლოეს პერიოდში ორი ახალი სერტიფიცირებული მარშრუტი დაემატება.

კულტურული მარშრუტების მიზანია, ევროპულ ღირებულებებსა და ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით შექმნას და ხელი შეუწყოს ადგილობრივი და საერთაშორისო კულტურული მარშრუტების განვითარებას და საქართველოს მრავალფეროვანი კულტურის წარმოჩენას.

დღის ამბები