18 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
გამარჯვება იმისთვის მინდა, რომ დღე და ღამე დავიხარჯო ჩვენი ქვეყნისთვის და აღმშენებლობის პროცესი შევქმნა - გიორგი ვაშაძე

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის გაერთიანებული სხდომის დასრულების შემდეგ ისნის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ადამიანების უმძიმესი მდგომარეობიდან გამოსაყვანად არა მარტო ისანში, მთელ საქართველოში იბრძოლებს.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან თანხმობამ გაიმარჯვა, ერთიანობამ გაიმარჯვა დაქსაქსულობაზე. ეს არის გამარჯვებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი, რადგან ჩვენ ხომ გამარჯვება, გულწრფელად რომ ვთქვათ, რისთვის გვინდა - დღე და რამე მინდა დავიხარჯო ჩვენი ქვეყნისთვის და აღმშენებლობის პროცესი შევქმნა ქვეყანაში და ადამიანები ამ უმძიმესი ვითარებიდან გამოვიყვანო. ამისთვის ვაპირებ ვიბრძოლო ისანშიც და მთელს საქართველოში,"-განაცხადა გიორგი ვასაძემ.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატები წარადგინა. 

გადანაწილების სქემა ასე გამოიყურება: ნაძალადევის რაიონში იბრძოლებს შალვა ნათელაშვილი; მთაწმინდაზე - შალვა შავგულიძე; ვაკეში მაჟორიტარობისთვის ხელისუფლების კანდიდატს დაუპირისპირდება ელენე ხოშტარია; სამგორში - ლევან ხაბეიშვილი; გლდანში მაჟორიტარობის კანდიდატი - ნიკა მელიაა, ხოლო ისანში - გიორგი ვაშაძე.

დიდუბე-ჩუღურეთისა და საბურთალოს ოლქებთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება.​

დღის ამბები