18 ნოემბერი 2024,   21:22
ვრცლად
კლუბ "საბურთალოს" აკადემიის წევრ გიორგი შაქარაშვილის სამძებრო სამუშაოებისთვის ზაჰესის დამბის გახსნა და ჟინვალჰესის დამბის დაკეტვა იგეგმება

საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" აკადემიის წევრი გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარდა. მას უკვე ორი დღეა ეძებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამძებრო სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"გიორგი შაქარაშვილის საძიებო სამუშაოებისთვის, 20 ივნისს 17:00 საათიდან 21 ივნისის 18:00 საათამდე იგეგმება ზაჰესის დამბის გახსნა და ჟინვალჰესის დამბის დაკეტვა. ეს გამოიწვევს მდინარე არაგვში წყლის დონის დაწევას. 

აღნიშნული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ადგილზეც მიეწოდება. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს გამოიჩინონ სიფრთხილე და იყვნენ ყურადღებით. 

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გიორგი შაქარაშვილის ოჯახმა მისი დაკარგვის შესახებ მიმართა.  პოლიციამ სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები რომელიც მთელი დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება.ნარეკვავის დასახლებაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება მათ შორის მდინარე არაგვსა და მტკვარზე. ღონისძიებაში ჩართული არიან  განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მაშველები და მყვინთავები. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია 60 მაშველი და 6 მყვინთავი,"- ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები